საქართველო რომ წარმატებული ადამიანების ქვეყანაა, ამაში "რუსთავი 2"-ის მაყურებელი გასულ წელს არაერთხელ დარწმუნდა. მთელი წელი ჩვენ გაცნობდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებმაც მხოლოდ საკუთარი ნიჭისა და შრომის ფასად მიაღწიეს წარმატებს.
ქართული სტარტაპების ნაწილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 2022 წელს აქ გამოიგონეს ცეცხლგამძლე მატერია, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა, რობოტი რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს და კიდევ ბევრი სხვა.
ანი რობაქიძის წამოწყებამ კი მსოფლიო სტარტაპერების კონკურში პირველი ადგილი დაიკავა.