ვლადიმერ პუტინმა 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება 6 იანვრის შუადღიდან გასცა. რუსეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის პატრიარქის კირილეს თხოვნით გაამართლა, თუმცა უკრაინამ, უარი თქვა ინიციატივის მხარდაჭერაზე და მას ფარისევლობა უწოდა. შობის ღამეს ეკლესიის ზარების რეკვასთან ერთად უკრაინის რამდენიმე რეგიონში განგაშის სიგნალის და დაბომბვის ხმა ისმოდა.
"კურიერმა" ჩაწერა ქართველი ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრავოვა, რომელიც კიევში იმყოფება და ყვება, თუ რა ვითარებაა უკრაინის დედაქალაქში და როგორ შეხვდნენ უკრაინელები კიევში პირველ შობას ომის დაწყების შემდეგ.
ქართველი ფოტოგრაფი ამბობს, რომ ადგილობრივები ე.წ. კომენდანტის საათის დროს ეკლესიებში იყვნენ.