26 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" კუდი არ გასწორდება, იქნება ეს ყოფილი თანამდებობის პირი თუ დაქირავებული მებრძოლი - რატი იონათამიშვილი მუქარის შემცველ ვიდეომიმართვაზე

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი და მხარდამჭერი მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ნოდარ ყარალაშვილი ქართველ ხალხს ემუქრება და აცხადებს, რომ საქართველოში ტანკებით შემოვა.

ფაქტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება "ქართულ ოცნებაში".

მმართველი გუნდი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკვე კარგად ნაცნობი დღის წესრიგით მოქმედებს და საკუთარი მხარდამჭერებისა და აქტივისტების დახმარებით, ყველა შესაძლო გზას იყენებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად.

"ქართული ოცნების" წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, "ნაცმოძრაობაში" იციან, რომ მხარდაჭერა არ აქვთ და გამოსავალს არეულობაში ხედავენ.

"ნაციონალური მოძრაობის" კუდი არ გასწორდება, იქნება ეს ყოფილი თანამდებობის პირი თუ დაქირავებული მებრძოლი. მათ იციან, რომ მათი მხარდაჭერა არის განულებული, ამიტომ გამოსავალს არეულობაში და სისხლისღვრაში ხედავენ, რაც არ გამოუვათ რა საკვირველია. მე კიდევ ერთ ფაქტორზე გავამახვილებდი ყურადღებას, რომ ნებისმიერი მავნებლური განცხადება როგორ სიხარულს გვრის ხოლმე აქ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და წევრებს, რითაც კიდევ ერთხელ ააშკარავებენ საკუთარ ანტი-ქართულ და ანტი-ეროვნულ ბუნებას," - აცხადებს იონათამიშვილი.

დღის ამბები