26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი კავშირი არ აქვს მსგავსი ტიპის განცხადებებთან და მსგავსი ტიპის მოქმედებებთან - ბაჩო დოლიძე მუქარის შემცველ ვიდეომიმართვაზე

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი და მხარდამჭერი მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ნოდარ ყარალაშვილი ქართველ ხალხს ემუქრება და აცხადებს, რომ საქართველოში ტანკებით შემოვა. ამასთანავე, ის შეურაცხყოფას აყენებს კახელებს. ნოდარ ყარალაშვილი 2010 წელს თაღლითობის მუხლით დააკავეს. მას 11 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ყარალაშვილი 2013 წელს შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდა. რის შემდეგაც ის საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. ამჟამად ნოდარ ყარალაშვილი უკრაინული ლეგიონის, გალიჩინას მეთაურია.

"ნაციონალური მოძრაობა" პარტიის მხარდამჭერის განცხადებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ ისინი არეულობისა მოწყობას არ აპირებენ.

პარტიის საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მსგავსი ტიპის განცხადებებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"თუ "ქართული ოცნება" სერიოზულად ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აორგანიზებს ტანკებით აფხაზეთის მხრიდან შემოსვლას, ისედაც ვიცოდი რომ კარგად არ გვაქვს საქმე, მაგრამ ეს უკვე უკიდურეს ფორმებს იძენს. რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი კავშირი არ აქვს მსგავსი ტიპის განცხადებებთან და მსგავსი ტიპის მოქმედებებთან, არ მგონია ზოგადად ჩემი მხრიდან სერიოზული კომენტარი საჭირო ყოფილიყო ამისათვის," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები