პოლიციელი მოკლეს თბილისში - "კურიერის" ინფორმაციით, მოკლულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრე შეყელაძე. დაკავებულია ერთი პირი, გიორგი მღებრიშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ის დაკავებისას ნასვამ მდგომარეობაში იყო.
მოკლული და დაკავებული მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ, ბრალდებულმა სამინისტრო რამდენიმე თვის წინ დატოვა და კადრების განკარგულებაში იყო.
ჯერჯერობით უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივი.
გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.