კომეტა სახელწოდებით, C/2022 E3 - 50 000 წლის შემდეგ დედამიწას კიდევ ერთხელ ჩაუვლის. როგორც ასტრონომები ამბობენ, მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი.
ყინულისა და მტვრისგან შემდგარი კომეტა პირველად გასული წლის მარტში შენიშნეს. მოსალოდნელია რომ ის დედამიწასთან ახლოს პირველ თებერვალს გამოჩნდება. მისი დიამეტრი 1 კილომეტრია და მას ჯეიმს ვების ტელესკოპითაც დააკვირდებიან.