ხაშურში, პრემიერ- მინისტრის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები ფოიერვერკითა და გალა-კონცერტით დასრულდა. ქალაქის ცენტრალურ პარკში, საშობაო ბაზრობაზე მსურველებს ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
საახალწლო ღონისძიებები გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტებში უკვე ჩატარდა.