თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა. დაშავებულია სამი ადამიანი. მრავლობითი დაზიანებებით დაშავებულთაგან ერთი თბილისის საუნივერსიტეტო, ორი კი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ტრავმული შოკით შეიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზეა და დიაგნოსტიკური კვლევები უტარდება.
რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. პაციენტები კონტაქტურები არიან და სამედიცინო კვლევები უტარდებათ.