26 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
"რუსთავი 2"-ზე გერმანული მინისერიალი "ექიმი ბალუზი" იწყება - მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს

დაპირებული საჩუქარი "რუსთავი 2"-ის მაყურებელს - დღეიდან, გერმანული მინისერიალი "ექიმი ბალუზი" იწყება,  მთავარ როლში კი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეა. მთავარი გმირი წარმატებული ექიმია, რომელიც ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე დაბრკოლებებს ხვდება. ამ სერიალში მერაბ ნინიძის კიდევ ერთ საინტერესო პერსონაჟს გაიცნობთ, რომელმაც მსახიობს მორიგი აღიარება მოუტანა.

ქართველი მსახიობი გერმანულ ტელენოველაში ერთ-ერთი კლინიკის მთავარი ექიმის როლშია, რომელიც არაორდინალური ხერხებით თავის გუნდთან ერთად პაციენტების გადარჩენას ცდილობს.

დრამას მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. მინიასერიალს "რუსთავი 2-ის" მაყურებელი ყოველ შაბათ-კვირას "კურიერის" დასრულებისთანავე ნახავს. 

დღის ამბები