26 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ქუთაისი-პარიზის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა - თვითმფრინავი უკან დააბრუნეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა

ქუთაისი-პარიზის რეისზე 60 წლამდე მამაკაცი ცუდად გახდა, ამიტომ Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დაბრუნდა. თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის, არსებული ინფორმაციით, აეროპორტში გარდაიცვალა. 

მგზავრი აფრენის შემდეგ გახდა ცუდად და ეკიპაჟის გადაწყვეტილებით თვითმფრინავი უკან დააბრუნეს, თუმცა სამწუხაროდ მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პილოტებს საწვავის მარაგის დასახარჯად აეროპორტის თავზე ფრენა მოუხდათ.

მგზავრები ამ დრომდე აეროპორტში რჩებიან. უცნობია, როდის შესრულდება ფრენა.

დღის ამბები