ირანში საპროტესტო აქციების მონაწილე კიდევ ორი მამაკაცი დასაჯეს სიკვდილით - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო France24 ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცები აქციების ფონზე გასამხედროებული მოხალისის მკვლელობაში იყვნენ ბრალდებული, რომელიც აქციების დარბევაში მონაწილეობდა. სასამართლო პროცესები სწრაფ რეჟიმში და დახურული წესით ჩატარდა.
სასამართლო პროცესებზე პირებს არ ეძლევათ ადვოკატების არჩევის და საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარდგენის უფლება.
ადგილობრივი აქტივისტების ცნობით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დახურულ სასამართლო პროცესებზე სიკვდილით დასჯა კიდევ მინიმუმ 14 ადამიანს მიესაჯა.