გურჯაანში საშობაო ალილო მიმდინარეობს. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ შობის მახარობლებმა, მსვლელობა გურჯაანის სამების ტაძრის ეზოდან დაიწყეს. სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და მრევლმა ქუჩები გალობით მოიარეს და შემოწირულობები შეაგროვეს.
შეგროვილ ტკბილეულს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს გადასცემენ.