26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს

წლების წინ აღდგენილი ტრადიცია, რომელიც პანდემიის შემდეგ ისევ ძველი სახით იმართება - შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს.

მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, რომელსაც რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დაასრულებენ.

ალილოს მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთანაც მივლენ, სადაც ტრადიციულად მათ დეპუტატები დახვდებიან და ნობათს გადასცემენ. 

ალილოს მსვლელობის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის თავმჯდომარე სხვა დეპუტატებთან ერთად დახვდა, მათ სურსათი გადასცა და შობა მიულოცა.

"სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს, ქვეყნის გარეთ, ყველას ვულოცავ შობას, ვუსურვებ დღეგრძელობას, ვუსურვებ სიკეთეს, სიმშვიდეს ოჯახში და ოჯახს გარეთ. მე ვისურვებდი, რომ ყველა ამ განსაკუთრებულ დღეს დაფიქრებულიყოს იმაზე, რომ მთავარია ადამიანებმა სიკეთე დავთესოთ ამ ქვეყანაში, მთავარია, რომ ერთმანეთის მიმართებაში ადამიანი ადამიანთან იყოს მხოლოდ სიკეთით აღსავსე და ამ შემთხვევაში, ჩვენშიც უფალი თავის სიტყვას გააღვიძებს და სწორედ ეს იქნება საბოლოო ჯამში დაბადება უფლისა ჩვენს გულში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები