დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივიან. მის წინააღმდეგ საჩივარი კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმის შემდეგ დაღუპული პოლიციის ოფიცრის ოჯახმა შეიტანა. საჩივარში ნათქვამია, რომ შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა 2021 წლის 6 იანვარს "განზრახ გააღიზიანა ბრბო", რომელიც პოლიციელ ბრაიან სიკნიკს თავს დაესხა.
ამას გარდა, ოჯახი 10 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვს. თავად დონალდ ტრამპს სარჩელზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ამ დროისთვის, კაპიტოლიუმზე შტურმის გამო ასობით ადამიანია გასამართლებული. გამოძიების ფედერალური ბიურო მიიჩნევს, რომ 300-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც 6 იანვარს ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინეს, ჯერ კიდევ არ არიან იდენტიფიცირებული.