26 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
აშშ-ში რუსეთის ზავისკენ მოწოდებას ცინიზმად აფასებენ

აშშ-ში რუსეთის ზავისკენ მოწოდებას ცინიზმად აფასებენ. 

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთი ნებისმიერ პოტენციურ პაუზას გადაიარაღებისა და გადაჯგუფებისთვის გამოიყენებს, რათა შემდეგ ისევ თავს დაესხას უკრაინას.

"როგორც გუშინ ჩემგან მოისმინეთ, პრეზიდენტ პუტინის მოწოდებას საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცინიკურად მივიჩნევთ. ვფიქრობ, ეს შეფასება დადასტურდა იმით, რაც ვიხილეთ დღის განმავლობაში. შეშფოთებული ვართ, რომ მოსკოვი შეეცდება გამოიყენოს საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერი პოტენციური პაუზა გადაიარაღებისთვის, გადაჯგუფებისა და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტად სასტიკი და ლეტალური თავდასხმისთვის," - აცხადებს ნედ პრაისი.

დღის ამბები