ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. უფლის შობა მოსახლეობას მეალილოეებმა ახარეს. შობის მახარობლებმა შეკრება ქუთაისის მერიასთან დაიწყეს და ქუჩებში გალობით ტკბილეული შეაგროვეს. მეალილოეები ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ დალოცა.
საზეიმო მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ნობათით შეუერთდნენ. მსვლელობისას შეგროვებული ნობათი, ტრადიციულად, პანსიონატს და სხვადასხვა დღის ცენტრებს დაურიგდება.