26 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
როდესაც ბევრი დაბნეულია, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა, მნიშვნელოვანია ყველამ უსმინოს საკუთარი სინდისის ანუ უფლის ხმას - შალვა პაპუაშვილი პატრიარქის ეპისტოლეზე

საშობაო წირვას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. პირველმა კანონმდებელმა და თბილისის მერმა საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცეს. ისაუბრეს ეპისტოლეზეც. 

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის საშობაო ეპისტოლესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეპისტოლეში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იყო საუბარი.

"ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში და საზოგადოებაში. როდესაც ბევრი დაბნეულია, ბევრი ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ უსმინოს საკუთარი სინდისის, ანუ უფლის ხმას," – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა მოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცა.

"მთლიანად საქართველოს, მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ყველას ვუსურვებ, მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში და ქვეყანაში. მინდა, ვუსურვო ყველას, რომ ჰქონდეს კეთილდღეობა და ჯანმრთელობა," – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა თბილისის მერმაც.

"ეს დღე გვაძლევს ძალას, მეტი სიყვარულით, მეტი თანადგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ  ყველა სირთულე და გამოწვევა.

მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელ მსოფლიოს. კეთილდღეობა, დღეგრძელობა არ მოჰკლებოდეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ არცერთ ადამიანს," - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები