26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, მეთხუთმეტე მცდელობაზე სპიკერად კევინ მაკარტი აირჩია

მეთხუთმეტე მცდელობა და სასურველი შედეგი - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა სპიკერი აირჩია. რესპუბლიკელმა კევინ მაკარტიმ 216 ხმის მოპოვება შეძლო, რამაც ხმათა უმრავლესობა შეადგინა.

დემოკრატმა ჰაკიმ ჯეფრისმა 212 ხმა მიიღო. არჩევას წინ უძღოდა 14 წარუმატებელი კენჭისყრა და ოთხდღიანი დაძაბული მოლაპარაკებები.

გამარჯვების სანაცვლოდ, მაკარტის დაპირისპირებულ რესპუბლიკელ წარმომადგენლებთან გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწია. როგორც დასავლური მედია წერს, ეს ბოლო, 164 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი და დაძაბული პროცესი იყო. რესპუბლიკელ კანდიდატს გამარჯვება ჯო ბაიდენმა მიულოცა.

"მივმართავ ლიდერ ჯეფრისს. დადგება დრო, როცა რაღაც საკითხებზე გვექნება თანხმობა ან სხვადასხვა აზრი. გპირდებით, რომ ჩვენი დებატები იქნება მწვავე, მაგრამ ის არასოდეს იქნება პირადი. ახლა კი რთული სამუშაო იწყება. რასაც ჩვენ გავაკეთებთ აქ დღეს, მომავალ კვირას, მომავალ თვეს, მომავალ წელს, განსაზღვრავს ყველაფერს სამომავლოდ. მინდა პირდაპირ მივმართო ამერიკელ ხალხს. როგორც პალატის სპიკერს, საბოლოო პასუხისმგებლობა მეკისრება არა ჩემი პარტიის, ან თუნდაც ჩვენი კონგრესის წინაშე, მე პასუხისმგებლობა მეკისრება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ორი თვის წინ თქვენ ხმა მიეცით ჩვენი ქვეყნის ახალ მიმართულებას. ახლა კი ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ თქვენდამი ერთგულება," - განაცხადა კევინ მაკარტიმ.

 

 

 

 

დღის ამბები