საქართველო შობის შესახვედრად ემზადებიან. თბილისი დროით 23.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას აღავლენენ. ამ დროისთვის უცნობია შეძლებს თუ არა ელკესიაში მისვლას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, თუმცა ცნობილია ის, რომ შობის დადგომისთანავე, მრევლი ილია მეორის ყოველწლიურ ეპისტოლეს მოისმენს.
სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიაზე დასასწრებად მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს. ხვალ კი შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. მარიამ კოპალეიშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში სიონი ტაძრიდან და ახლა ის მოგვიყვება როგორ შეხვდება ქვეყანა ქრისტეს შობის დღესასწაულს