26 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
11 უშედეგო მცდელობა - მესამე დღეა შტატების წარმომადგენელთა პალატა სპიკერს ვერ ირჩევს

სამი დღე და 11 უშედეგო მცდელობა - შტატების კონგრესი სპიკერს ვერ ირჩევს. კაპიტოლიუმის შენობაში ისევ გაურკვევლობაა. ქვედა პალატა კი ამ დრომდე პარალიზებულია. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი კევინ მაკარტი საკმარის ხმებს ვერ აგროვებს. სანამ სპიკერს არ აირჩევენ კონგრესმენები ვეღარც ფიცს დადებენ და ვერც ახალ კანონებს დამტკიცებენ

კევინ მაკკარტიმ, რომელიც წინა მოწვევის პალატაში "რესპუბლიკელების“ უმცირესობის ლიდერი იყო, სპიკერობისთვის საჭირო 218 ხმის მოპოვება მესამე დღესაც ვერ მოახერხა. ის ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელებს გაერთიანებისკენაც მოუწოდა. მაკარტის მთავარი კონკურენტი ჰაკიმ ჯეფერსია დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც კენჭისყრაში სიმბოლურად მონაწილეობს.

დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ულტრა-კონსერვატორი რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან და მას უკან დახევისკენ მოუწოდებენ. ამერიკის პრეზიდენტი ურჩევს ყველას, რომ თავი შეიკავონ და მთელ მსოფლიოს არ აჩვენონ კონგრესმენებს შორის კინკლაობა.

ბოლოს კაპიტოლიუმში სპიკერი გასული საუკუნის 20-იან წლებში ვერ აირჩიეს. 1923 წელს, ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატამაც ვერ შეძლო პირველივე სხდომაზე სპიკერის არჩევა და შედეგის მისაღწევად კენჭისყრის 9 ტური დასჭირდა.

შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები 2022 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ივე და სენატის 100-დან 35 წევრი. ჯო ბაიდენის დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა, თუმცა, შეინარჩუნა სენატში.

დღის ამბები