26 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
საქართველოში, ჩუტყვავილით ინფიცირებულთა რაოდენობა გაზრდილია - ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა საყურადღებო

სამედიცინო დაწესებულებებში "ჩუტყვავილით" ინფიცირებულთა მიმართვიანობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. მედიკოსების ინფორმაციით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა. ინფექცია მოზრდილებში უფრო რთული ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე მცირეწლოვან ბავშვებში.

ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილება ერთ-ერთია იმ სტაციონარებს შორის, რომელიც ჩუტყვავილით ინფიცირებულ პაციენტებს იღებს. განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, მკურნალობა შესაძლებელია როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე ბინაზეც. ამ ბოლო შემთხვევაში კი დაავადებულთან კონტრაქტში მყოფმა პირებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

პედიატრების ინფორმაციით, ინფექცია რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს. თეიმურაზ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებიდან სამი დღის შემდეგ სიცხე ნორმას უბრუნდება და სხეულზე გამონაყარი ჩნდება. მისივე განმარტებით "ჩუტყვავილა" სხვა ინფექციებთან შედარებით მსუბუქი სიმპტომებით ხასიათდება.

ინფექციონისტების რეკომენდაციით გართულებების თავიდან ასაცილებლად, ტემპერატურის ან გამონაყარის დაფიქსირების შემთხვევაში აუცილებელია პედიატრების კონსულტაცია.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები