ორი საკურორტო და ორი ინდუსტრიული ქალაქი, სადაც ახალი წლის დღეები გაგრძელდა - შობის წინა დღეს ქობულეთში, წყალტუბოში, რუსთავსა და ზესტაფონში მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივების საახალწლო განწყობაზე თოვლის ბაბუა, ელფები, ზღაპრის გმირები და მომღერლები ზრუნავდნენ.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის დღეების აღნიშვნა უკვე ორი კვირაა გრძელდება. დარჩა კიდევ ათამდე ქალაქი, სადაც ორგანიზატორები ადგილობრივებს სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებს შესთავაზებენ. ახალი წლის დღეები საქართველოში 13 იანვრის ჩათვლით ქვეყნის 63 ქალაქში აღინიშნება.