26 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
დაჭრილი სამხედროები და პოლიციელები - მექსიკაში, ნარკობარონის აყვანის ოპერაციისას, კრიმინალებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

ქალაქ კულიაკანიში, სპეცოპერაციის დროს კრიმინალებსა და პოლიციას შორის ორმხრივ დაპირისპირებას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქუჩებში არეულობა ცნობილი ნარკობარონის "ელ პაჩოს" შვილის დაკავებას მოყვა, რომელსაც მექსიკელი სამართალდამცველები 6 თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა ოვიდიო გუზმან-ლოპესის გასათავისუფლებლად ჯგუფები ჩამოაყალიბეს, პოლიციის წინააღმდეგ ბლოკადა 19 ადგილზე შექმნეს და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა პოლიციის 10 თანამშრომელი.

ესროლეს სამოქალაქო თვითმფრინავსაც, რომელსაც ნარკობარონი უნდა გადაეყვანა. შედეგად სინალოას აეროპორტში ასობით ფრენა გაუქმდა, დაიხურა სკოლები, მოქალაქეებს კი, ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. არეულობის შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება.

ცნობილი ნარკობარონის ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავებას წინ, რამდენიმეწლიანი ძებნის ოპერაცია უძღოდა. მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები ნარკობარონს დაუკავშირეს შტატებმა გუზმან-ლოპესზე ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი აშშ დოლარი დააწესა. ელჩაპოს შვილის ექსტრადირებას ამერიკა 2019 წლიდან ითხოვს.

უცნობია განიხილავს თუ არა მისი ექსტრადირების საკითხს მექსიკა. ახლა დაკავებული მეხიკოშია გადაყვანილი. ოვიდიო გუზმან-ლოპესი მექსიკელმა სამართალდამცველებმა 2019 წელსაც დააკავეს, თუმცა ის ციხიდან მალევე გაათავისუფლეს. გუზმან-ლოპესი კრიმინალურ დაჯგუფებას, მამის "ელ ჩაპოს" დაკავების შემდეგ ხელმძღვანელობს. ის და მისი ძმა ხოაკინი სინალოას შტატში მდებარე მეტამფეტამინის 11 ლაბორატორიას ზედამხედველობენ, სადაც დღეში 2 200 კგ ნარკოტიკი მზადდება.

ავტორი: თიკო ცერცვაძე. 

დღის ამბები