26 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახთან, განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა - საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი ტრანსგენდერის გარდაცვალების შესახებ

საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან,- ამის შესახებ "კურიერს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს და ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. 

უწყების ინფორმაციით, ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება. 

"ბელგიაში, საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები