ბათუმში 29 წლის მამაკაცი დაჭრეს - შემთხვევა გორგასალის ქუჩაზე დაახლოებით 19 საათზე მოხდა. დაჭრილის მამა ყვება, რომ კონფლიქტი მანქანის არასწორი პარკირების გამო დაიწყო, რა დროსაც მის შვილს სახისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უცნობია, დაკავებულია თუ არა სავარაუდო დამნაშავე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
გამოძიება სსკ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. "კურიერის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე მიმალვაშია.