26 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
"ერთი სიტყვა, რომელიც ამას აღწერს ეს არის "ცინიკური" - ნედ პრაისი რუსეთის მიერ ე.წ. საშობაო ზავის შეთავაზებაზე

იმას, რაც რუსეთმა რელიგიური მოტივებით შეფუთა, ცივილიზებულმა სამყარომ თავისი სახელი დაარქვა - სულის მოთქმა და ძალების მოკრება ახალი ტერორისთვის - სწორედ ეს შეფასება მოჰყვა მსოფლიო ლიდერების მხრიდან ინიციატივას რუსეთისგან, რომელიც თითქმის ერთი წელია ეკლესიებსაც თარიღების მიუხედავად ბომბავს. ე.წ. "საშობაო ზავის" შეთავაზებაზე, რომელის შესახებაც რუსეთის პატრიარქმა, კირილმა გუშინ განაცხადა. 

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ ცეცხლის 36-საათიანი შეწყვეტის შესახებ გაცემული განკარგულება ცინიკურია.  

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი ე.წ. "საშობაო ზავის" შეთავაზებას ცინიკურს უწოდებს. 

"ერთი სიტყვა, რომელიც ამას აღწერს ეს არის "ცინიკური". ეს უმეტესწილად ცინიკურია, რადგან ეს ხდება რამდენიმე დღის შემდეგ რაც მოსკოვმა ახალი წლის დღეს უკრაინაში ჩაიდინა, შეუტია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მის ცენტრებს. ამიტომ ხედავთ ჩვენ რატომ არ გვჯერა ამ განცხადების მიღმა არსებული განზრახვებისა. ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ რუსეთი ნებისმიერ პაუზას დროებით დასვენებისთვის გამოიყენებს, რათა გადაეწყოს, გადაჯგუფდეს, მოემზადოს და საბოლოოდ ხელახლა უფრო ძლიერად შეუტიოს. ამიტომ ეს ვერ ჩაითვლება ცეცხლის შეწყვეტად," – აცხადებს ნედ პრაისი. 

პენტაგონის პრესმდივანი, პეტ რაიდერი მიიჩნევს, რომ თუკი რუსეთი მართლაც დაინტერესებული იქნებოდა სისხლის ღვრისა და ცეცხლის შეწყვეტით, რომელიც მათ უკრაინელ ხალხს მოუტანეს, ისინი დაუყოვნებლივ გამოვიდოდნენ და ამ ომს ერთიანად დაასრულებდნენ. 

"გასაგებია, რომ არსებობს მნიშვნელოვანი სკეპტიციზმი, როგორც შეერთებულ შტატებში ისე მსოფლიოში იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ხანგრძლივი პროპაგანდა და დეზინფორმაცია აქვს. ისინი უმოწყალო შეტევებს ახორციელებენ უკრაინულ ქალაქებსა და მოსახლეობაზე. ამიტომ, ჩვენი ხედვით, თუკი რუსეთი მართლაც დაინტერესებული იქნებოდა სისხლის ღვრისა და ცეცხლის შეწყვეტით, რომელიც მათ უკრაინელ ხალხს მოუტანეს, ისინი დაუყოვნებლივ გამოვიდოდნენ და ამ ომს ერთიანად დაასრულებდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს ეს ასე არ არის და ჩვენ ფოკუსირებულები ვართ გავაგრძელოთ უკრაინის თავდაცვის საჭიროებს შესაბამისად დახმარება," - ამბობს პეტ რაიდერი.

დღის ამბები