26 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
პრინცმა ჰარიმ 25 ადამიანი მოკლა - საუბარია მისი ავღანეთში მსახურობის პერიოდზე, მემუარების სკანდალურ ეპიზოდებს უცხოური პრესა აქვეყნებს

პრინცი ჰარი თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში, რომელიც სულ მალე წიგნის სახით გამოიცემა, წერს, რომ ავღანეთში მსახურობის დროს 25 ადამიანი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ "ტელეგრამ" არხები, ასევე სხვადასხვა უცხოური გამოცემები ავრცელებენ. 

მათივე ცნობით, ჰარი ამ ქმედებით არ ამაყობს, მაგრამ არც სრცხვენია და ბრძოლის დროს მოწინააღმდეგეებს "ჭადრაკის ფიგურებად" აღიქვამდა, რომლებიც დაფიდან გააქრო.

"პირველი დღიდან ჩემს თავს მიზნად დავუსახე, არასდროს წავსულიყავი დასაძინებლად რაიმე ეჭვით, სწორად მოვიქეცი თუ არა..." - ამბობს ჰარი.

ამასთან, იგი ამტკიცებს, რომ შემტევი ვერტმფრენის კამერამ ჩაწერა ყველაფერი, რაც  ბრძოლის დროს გააკეთა, შესაბამისად, მას შეუძლია ზუსტად განსაზღვროს მოკლული ადამიანების რაოდენობა.

"და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია არ შეგეშინდეთ ამ რიცხვის", - აღნიშნავს პრინცი.

ჰარიმ ავღანეთში მსახურება 2008 წელს დაიწყო და ქვეყანაში ათი წელი გაატარა. მჯისი მემუარები კი, რომლის რანმდენიმე ეპიზოდი უკვე გახდა სკანდალური, გაყიდვაში 10 იანვარს გამოვა.

დღის ამბები