26 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს და სომეხ ხალხს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს

დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. ყველას, ვინც მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულითა და უდიდესი ზეიმით აღნიშნავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველ და სომეხ ხალხებს შორის არსებულმა ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა განაპირობა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა.

"დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. ყველას, ვინც მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულითა და უდიდესი ზეიმით აღნიშნავს. ჩვენს ხალხებს შორის არსებულმა ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა განაპირობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა. მოხარული ვარ, რომ ეს ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას," - აღნიშნავს პრემიერი.

დღის ამბები