აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს – "ბრედლის" და "მარდერს" გადასცემენ. ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადასცემს საზენიტო კომპლექსის, "პეტრიოტის" კიდევ ერთ ბატარეას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ამასთან, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის დარტყმების მოსაგერიებლად, გერმანია გადასცემს კიევს "პეტრიოტის" საზენიტო კომპლექსების ბატარეას. ანალოგიურ სისტემას უკრაინას აშშ-იც დაჰპირდა, თუმცა ჯერ არ გადაუცია.
ორივე ქვეყანა ტექნიკის გადაცემამდე უკრაინელი სამხედროებისთვის მისი გამოყენების შესწავლას გეგმავს.
ამერიკული მედია იუწყება, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ 6 იანვარს გამოაცხადებს. პაკეტის ღირებულება 2,8 მილიარდი დოლარი იქნება და ის 50 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლის" შეიცავს.