ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის შესახებ ადგილობრივი პოლიცია განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მეგობარ მამაკაცთან ერთად, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
"საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას," - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას არც ოჯახის წევრები ადასტურებენ.