ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი მოკლეს. ის, სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა მოკლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
"საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას," - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.