26 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
პუტინი ომს 24 საათით აჩერებს - რას პასუხობს უკრაინა აგრესორს

ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს. "საშობაო ზავის" იდეით რუსეთის პატრიარქი კირილიც გამოვიდა თუმცა, საკუთარ მიმართვაში, რომელიც თითქმის 1 საათს გაგრძელდა კირილი, არც უკრაინას და არც უკრაინაში შეჭრილ რუს ჯარისკაცებს ახსენებს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატში შეთავაზებას ცინიკურ ხაფანგს უწოდებენ.

ელემენტი, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას შეუწყობს ხელს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტაა. სწორედ, ეს განცხადება გააკეთა პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს თურქეთის პრეზიდენტმა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეთავაზებაზე კრემლის ლიდერს უარი არ უთქვამს. თუმცა, ერთი წინაპირობით - თუ უკრაინა ახალ რეალობას და ტერიტორიებს აღიარებს.

ოკუპირებული ზონების აღიარებას ოფიციალური კიევი არ გეგმავს. ტერიტორიების დაცვაში კი უკრაინას მხარს შეერთებული შტატები უჭერს. დასავლური მედიის ცნობით, უახლოეს პერიოდში ვაშინგტონი დახმარების მორიგ პაკეტზე გააკეთებს განცხადებას. წინასწარი ინფრომაციით, რომელიც ჯო ბაიდენმა ნაწილობრივ დაადასტურა კიდეც, საუბარია ბრედლის ტიპის ჯავშანმანქანების გადაცემაზე. ასევე უკვე მიღწეულია შეთანხმება საფრანგეთთან. უკრაინა დასავლეთისგან პირველად ტანკებს მიიღებს. კერძოდ, AMX-10RC ბორბლებიან მძიმე ტექნიკას.

ნგრევის და დანაკარგის მიუხედავად, უკრაინა გაზაფხულზე მასშტაბურ კონტრშეტევას წამოიწყებს. ამის შესახებ დაზვერვის სამმარვთველოს ხელმძღვანელი საუბრობს. კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ მარტში ბრძოლა განსაკუთრებით მძიმე ფაზაში გადავა. რადგან, უკრაინელი სამხედროები ყირიმიდან - დონბასამდე ტერიტორიების გათავისუფლებას გეგმავენ.

დღის ამბები