26 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ახალი წლის დღეების აღნიშვნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

ახალი წლის დღეების აღნიშვნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ღონისძიებები, დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტით დასრულდა. თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები, საბავშვო გასართობი სივრცეები, მეწარმეების ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მთავარ ნაძვის ხესთან ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტებიც გაიმართა.

დღეს ახალი წელი იზეიმეს ბორჯომშიც . ორკესტრის მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები,- ბორჯომში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.

საახალწლო ღონისძიებები დღეს ქვეყნის ორ მუნიციპალიტეტში გაიმართა. ქობულეთი, წყალტუბო, ზესტაფონი და რუსთავი, ხვალ ზეიმისთვის საქართველოს 4 რეგიონი ემზადება.

"ახალი წლის დღეები საქართველოში" - ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ტარდება და საქართველოს 63 ქალაქს მოიცავს. ახალ, 2023 წელს რეგიონები 13 იანვრის ჩათვლით იზეიმებენ. თითოეული დღე კონცერტით და ფოიერვერკით სრულდება.

დღის ამბები