26 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
რას ურჩევს მარგველაშვილი ზურაბიშვილს სააკაშვილის შესახებ და რას ამბობდა თავის წინამორბედზე თანამდებობაზე ყოფნის დროს - განცხადებებს "რუსთავი 2-ის" არქივი ინახავს

მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებას, მეოთხე პრეზიდენტი მეხუთე პრეზიდენტს სთხოვს, თუმცა პრეზიდენტის ინსტიტუტს მსჯავრდებულთან დაკავშირებით კონსტიტუციით მხოლოდ ერთი უფლება აქვს - პატიმრის შეწყალება.

გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი მოსაზრებების შესახებ რუსი უფლებადამცველის და ვიდეო ბლოგერის მარკ ფეიგენის "youtube" არხზე ისაუბრა და და ისიც განაცხადა, რომ სასჯელის გადავადების პრაქტიკა მას არა ერთხელ გამოუყენებია.

პრეზიდენტის მიერ სასჯელის გადავადების ფაქტი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, არის ერთეული შემთხვევა და ისიც სასამართლოს მიერ. სამაგიეროდ, ისტორია და "რუსთავი 2-ის" არქივი ინახავს გიორგი მარგველაშვილის გამონათქვამებს მიხეილ სააკაშვილზე. მაშინ, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ექსპრეზიდენტი კი უკვე ბრალდებული და ძებნილი. 2018 წელს მარგველაშვილი "რუსთავი 2-თან" მკაფიოდ აცხადებდა, რომ მისი წინამორბედის მიმართ თანაგრძნობას არ განიცდის, სააკაშვილი მსხვერპლი არ არის და ვერც შეწყალების კომისია შეასრულებს სასამართლოს ფუნქციას.

დღის ამბები