26 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
მას ფიზიკურად დავუპირისპირდი, მიზეზს რაც შეეხება, თვითონ მერაბიშვილს თუ ეყოფა ვაჟკაცობა და გამბედაობა, გვითხრას - გიორგი შარაშიძემ სამმართველო დატოვა

გიორგი შარაშიძემ ქალაქის მთავარი სამმართველო დატოვა. ის 2 საათზე მეტხანს პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს. 

"მე დავიწყე და მას ფიზიკურად, ხელით დავუპირისპირდი. მიზეზს რაც შეეხება, თვითონ მერაბიშვილს თუ ეყოფა ვაჟკაცობა და გამბედაობა, გვითხრას. მე არ ვაპირებ თქმას,"- განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

მერაბიშვილის ცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება "რუსთავი 2-ის" ექსკლუზიური ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე გაუსწორდა.

დღის ამბები