26 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
პატრიარქის წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ უპრიანი იქნება მიხეილ სააკაშვილმა გაიაზროს ის რეალობა, რაც არის ქვეყანაში - ალუდა ღუდუშაური

პატრიარქის საპასუხო წერილს, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის მისწერა მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, სწორი იქნება თუ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი ილია მეორეს მოწოდებებს გაიაზრებს და მის სიტყვებს არ გაემიჯნება. 

"პატრიარქის, ჩვენი ბრძენი უწმინდესის აღნიშნული წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ უპრიანი იქნება მიხეილ სააკაშვილმა გაიაზროს ის რეალობა, რაც არის ქვეყანაში და როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მოიქცეს ღირსეულად. ერთ მხარეს არის ერი და ბერი, რომელიც სააკაშვილის რეალობის მიღების დახმარებას სთავაზობს. ეს რეალობა, რაც უფრო მალე იქნება მისი მხრიდან მიღებული, მით უკეთესი მისთვის. მე იმედს ვიტოვებ და მინდა მჯეროდეს, რომ სააკაშვილს ეყოფა გონიერება და არ დაუჯერებს იმ პატარა ადამიანებს, ვინც ეტყვის, რომ ერის სულიერი წინამძღოლის, ჩვენი უწმინდესის ამ მოწოდებას გაემიჯნოს," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. 

ცნობისთვის, ილია II ექსპრეზიდენტს მოლოცვისთვის მადლობას უხდის და უსურვებს მხნეობას "ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად".

"ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად," - ნათქვამია პატრიარქის წერილში.

დღის ამბები