26 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის ცემის საქმეზე, ამ წუთებში სამართალდამცველების კითხვებს გიორგი შარაშიძე პასუხობს

ვანო მერაბიშვილის ცემის საქმეზე, ამ წუთებში სამართალდამცველების კითხვებს გიორგი შარაშიძე პასუხობს.

გამოკითხვაზე დაბარებულია ვანო მერაბიშვილიც, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ის ქალაქის მთავარ სამმართველოში მისვლაზე უარს აცხადებს.

მერაბიშვილის ცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება "რუსთავი 2-ის" ექსკლუზიური ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე გაუსწორდა.

ინფორმაცია "კურიერს" თავად შარაშიძემაც დაუდასტურა. მისი განცხადებით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის.

დღის ამბები