სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ელჩმა ფილიპ რიკერმა კავკასიის მოლაპარაკებებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის თანამდებობა დატოვა.
ნედ პრაისის განცხადებით, ელჩ რიკერის მუშაობამ დააჩქარა ჩართულობა და ხელი შეუწყო სტრუქტურირებული პროცესის შექმნას პრობლემურ რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის. ნედ პრაისის თქმით, გასული წლის აგვისტოში ფილიპ რიკერის დანიშვნისთანავე ცხადი იყო, რომ ის მოკლე ვადით იმუშავებდა. ვინ შეცვლის რიკერს ჯერჯერობით უცნობია.
"მისი წვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს სომხეთისა და აზერბაიჯანის დახმარებას ორმხრივი მდგრადი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში, ისევე, როგორც ჩვენს მიზანს – მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობით. ელჩი რიკერის წასვლა არანაირად არ არღვევს აშშ-ის ერთგულებას სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, დემოკრატიული, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობისთვის. აშშ აგრძელებს ორმხრივ ურთიერთობას პარტნიორებთან, ევროკავშირთან და ეუთო-სთან"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი.