ბორჯომში წინასაახალწლო ზეიმი გრძელდება. მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ბორჯომში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. გაიმართება გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობა ანსამბლმა "ალილომ" და "ოჩოს ქოხმა" მიიღეს.
საახალწლო ზეიმი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ორგანიზებით მიმდინარეობს.