7 იანვარს, შობას საქართველოში თოვლია ნავარაუდევი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"7 - 8 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, მთაში და მაღალმთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა," - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.