პრინცი ჰარი ძმას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ამის შესახებ ის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს. ინფორმაციას კი "გარდიანი" ავრცელებს, რომელსაც ჯერ არ გამოცემული წიგნის ეგზემპლიარი აქვს.
ძმებს შორის კამათი 2019 წელს ჰარის ცოლის, მეგან მარკლზე საუბარს მოყვა. არსებული ინფორმაციით, უილიამი მეგანს უხეშს და რთულს უწოდებდა.
როგორც ჰარი მემუარებში წერს, უილიამმა საყელოში სტაცა ხელი, ყელსაბამი მოწყვიტა და იატაკზე დააგდო. ის ძაღლის ჯამზე დაეცა, რომელიც გატყდა და ნამსხვრევები ზურგში შეერჭო. ჰარის ავტობიოგრაფიული წიგნი მომდევნო კვირას გამოქვეყნდება.