ისრაელის ახალი მთავრობა პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას აანონსებს, რომლის ფარგლებშიც, საკანონმდებლო ორგანო უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი დადგენილების გაუქმებას შეძლებს. ასევე, შესაძლებლობას მისცემს მთავრობას, აკონტროლოს ის კომიტეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას ახორციელებს.
ლევინის თქმით, წარდგენილი ზომები შეცვლის მოსამართლეთა დანიშვნის ფორმას, რომლითაც ქნესეთს მიენიჭება კონტროლი, მთავრობას კი მეტი უფლებამოსილება იმ კომიტეტზე, რომლიც ამ მოსამართლეებს ირჩევს.
აღნიშნული ცვლილებები ასევე ამცირებს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას ქნესეთის მიერ მიღებული კანონების გაუქმებისას და 120-მანდატიან პარლამენტს უფლებას აძლევს, გააუქმოს სასამართლოს ზოგიერთი დადგენილება ხმათა უმრავლესობით იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დადგენილება ხმათა უმრავლესობით არ იქნება მიღებული.