შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ინფორმაცია "რუსთვი2-ს" შსს-ში დაუდასტურეს.
"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საუძველზე, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო",- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
"რუსთავი2-ის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.