26 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით ოპერისა და ბალეტის თეატრში გალაკონცერტი იმართება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს 90 წლის გახდა. დღესვე, მისი აღსაყდრებიდან 45 წლისთავი აღინიშნება. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოპერისა და ბალეტის თეატრში გალაკონცერტი იმართება. მანამდე კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მილოცვები მიიღო სხვადასხვა ქვეყნის პატრიარქებისგან და რომის პაპისგან. ილია მეორეს იუბილე ქვეყნის პირველმა პირებმაც მიულოცეს.

კონცერტში მონაწილეობას საოპერო, საგუნდო და ქართული ესტრადის წარმომადგენლები იღებენ რეჟისორი კი ბაკურ ბაკურაძეა. კონცერტის ორგანიზატორების თქმით, ეს საღამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის მოკრძალებული საჩუქარია. ოპერისა და ბალეტის თეატრში უკვე მივიდნენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მთავრობის მეთაური და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

პატრიარქისთვის მიძღვნილ კონცერტზე არ ესწრება თავად ილია მეორე, თუმცა კონცერტის დაწყებამდე პატრიარქმა სამადლობელო წერილი გავრცელა

"ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება. მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს - პირველ რიგში. "მაუწყე მე, უფალო, გზაი რომელსაცა ვიდოდე". ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!" - ნათქვამია გავრცელებულ წერილში.

დღის ამბები