ახალი წლის დღეების აღნიშვნა მთელი ქვეყნის მაშტაბით გრძელდება. ამჯერად გასართობი ღონისძიებები ჭიათურაში, აბაშასა და თეთრწყაროში გაიმართა. სამივე მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო ბაზრობა გაიხსნა, სადაც ადგილობრივებმა საკუთარი პროდუქცია გამოიტანეს გასაყიდად.
ყველაზე მეტი ატრაქციონი კი პატარებისთვის გაკეთდა, გარდა სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებებისა, ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ტკბილეულით უმასპინძლდებოდა თოვლის ბაბუა.