26 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ოკუპანტმა ხერსონი ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს - როგორია უკრაინაში ომის 315-ე დღე

ხერსონის ცა ფოიერვერკის ნაცვლად ფოსფორის ჭურვებმა გაანათეს. მასშტაბური საჰაერო იერიში ოკუპანტებმა ქალაქზე გვიან ღამით მიიტანეს. დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და კომერციული ობიექტი. ქალაქი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გაანადგურა აგრესორმა ზაპოროჟიეში. რუსულმა არმიამ მიწასთან გაასწორა 3 კერძო სახლი და 1 მრავალბინიანი კორპუსი. აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი მშვიდობიანი. ნანგრევებში გადარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ.

რუსული არმიის პოზიციებს დაარტყა ღამის საათებში უკრაინის ავიაციამ. ოკუპირებულ ვასილიევკაში ის ყაზარმა ააფეთქეს, სადაც რუსულ არმიას ახლად მობილიზებულები ჰყავდა განთავსებული. ლიკვიდირებულია ცოცხალი ძალა, განადგურებულია ოკუპანტის მძიმე ტექნიკა.

პარალელურად საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა რუსეთს ქალაქ როსტოვში. რომელიც კონფლიქტის ზონიდან, მინიმუმ 300 კილომეტრით არის დაშორებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩამოგდებულია უპილოტო საფრენი აპარატი, მაგრამ ოფიციალური კიევი მომხდართან კავშირს უარყოფს.

წარუმატებლობას ბრძოლის ველზე რუსეთი უახლოეს პერიოდში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით უპასუხებს. მოლოდინზე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო საუბრობს. უწყების ინფორმაციით, მასშტაბურ იერიშს ქვეყნის ენერგო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე აგრესორი ძალა შობის ღამეს გეგმავს.

დღის ამბები