სეზონურმა გრიპმა საქართველოში პიკს მიაღწია. ქვეყანაში დომინატი A ტიპის - H1 და H3N2 ე.წ. ჰონკონგის ვირუსია. კლინიკებში მისული მოქალაქეების 30 პროცენტს გრიპის გამო სამედიცინო ჩარევა სჭირდება. სპეციალისტების განმარტებით, გრიპის შემთხვევები ქვეყანაში 5-ჯერ მეტია, ვიდრე კოვიდით დაავადებულთა რიცხვი. ექიმების განცხადებით, პიკურ მაჩვენებელს ვირუსი თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში შეინარჩუნებს.
რისკის ქვეშ სამი კატეგორიაა - 2 წლამდე ბავშვები, 65 წელს გადაცილებული პირები და ქრონიკული დავადებების მქონე მოქალაქეები. სპეციალისტების განსაკუთრებული სიფრთხილისკენ ორსულებს მოუწოდებენ. კლინიკებში ჯერჯერობით ადგილები არის, თუმცა თუ მოქალაქეებმა ვაქცინაციას არ მიმართეს, შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში კრიტიკულ მაჩვენებელს მიუახლოვდეს.