კონგრესმა სპიკერი ვერ აირჩია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ამ კენჭისყრამ ყველას საუკუნის წინანადელი მოვლენები გაახსენა, როცა 100 წლის წინ სენატში სპიკერი ვერ აირჩიეს.
მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობის ლიდერმა კევინ მაკარტიმ, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. არჩევნების სამი რაუნდის შემდეგ, კენჭისყრა ჩაიშალა. დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა მხოლოდ 203 ხმის მოპოვება შეძლო, გამარჯვებამდე კი მხოლოდ 15 კონგრესმენის ხმა დააკლდა.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის მთავარმა კონკურენტმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰაკიმ ჯეფრსმა 212 ხმა აიღო. მისი კენჭისყრაში მონაწილეობა სიმბოლური იყო, რადგან „დემოკრატებს“ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა არ აქვთ. კანდიდატი კენჭისყტის დასრულების შემდეგ მედიას უყვებოდა, როგორც გადაიქცა სენატისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე დემოკრატიისა და ამერიკელი ხალხისთვის სამწუხარო დღედ.
20 კონგრესმენის მხარდაჭერა მოიპოვა კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა, ჯიმ ჯორდანმა. სწორად ჯორდანის მონაწილეობის მიზეზი, რის გამოც მაკარტიმ სპიკერობისთვის აუცილებელი 218 ხმის მოპოვება ვერ შეძლო . მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში 222 მანდატს ფლობენ, მაკარტის რესპუბლიკური პარტიის უკიდურესად მემარჯვენედ განწყობილი 20 კონგრესმენი უპირისპირდება. ისინი მაკარტის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან როგორც იდეოლოგიური, ისე პირადი მიზეზებით და ცდილობენ, სპიკერობის კანდიდატი გარკვეულ დათმობებზე დაითანხმონ.
გასულ ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანამ 33 შტატის სენატორი და ქვედა პალატის 435 კონგრესმენი აირჩია. არჩევნების შედეგად დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში უმრავლესობა დაკარგა, რის შედეგადაც საჭირო გახდა ახალი სპიკერის არჩევა.
ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, კონგრესი ვერ დაიწყებს ფუნქციონირებას, სანამ ახალი სპიკერი არ ეყოლება. წესების მიხედვით კენჭისყრა იქამდე გაგრძელდება, სანამ ახალ ლიდერს არ აირჩევენ.