საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა და ილია მეორეს 90 წლის იუბილე მიულოცა.
"დღეს, მეუღლესთან ერთად ვესტუმრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე.
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე.