26 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
კარგია, რომ ნიკა მელია გამოცოცხლებულია და იძულებულია გარეთ გამოვიდეს, სადმე რამის კეთება თუ შეუძლია, აკეთოს - ლევან ხაბეიშვილი

მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" ისევ დაპირისპირების მიზეზი გახდა. ლევან ხაბეიშვილს ნიკა მელიას მიერ შერჩეული ლოკაცია არ მოეწონა და მან თავისი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრიბა. 

"გულწრფელად არ მესმის, როდესაც საუბარია ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ დაგეგმილ აქციაზე, რომელიც არის სახელმწიფო კანცელარიასთან და შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რატომ შეიძლება აღიქმებოდეს ვინმესთვის პრობლემად. მეტიც, მემგონი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე არის გააქტიურებული. ნიკას მეგობრები ადგილს იწუნებდნენ და ამბობდნენ, რომ მშვიდობის ხიდთან იკრიბებოდნენ და დღეს ნიკა არ არის მშვიდობის ხიდზე. სადმე რამის კეთება თუ შეუძლია აკეთოს. კარგია რომ გამოცოცხლებულია და იძულებულია გარეთ გამოვიდეს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები